FINO AUDIT & ACCOUNTING

FINO’S SALES LAB

ადგილები შეზღუდულია

FINO’S SALES LAB არის უფასო 2-თვიანი პრაქტიკული პროგრამა დამწყებებისთვის, B2B გაყიდვებისა და რეალური მოლაპარაკებების შესასწავლად. სრულიად ნულიდან ისწავლი გაყიდვებს, მოლაპარაკებას და ბაზარზე წამყვან კომპანიებთან მუშაობას. გამოცდილება და CV არ გჭირდება.

შეავსე რეგისტრაციის ფორმა

პროგრამა გაყიდვის რეალურ გზას მიჰყვება, პირველი კონტაქტიდან არსებულ კლიენტზე გაყიდვამდე.

რას მიიღებ პროგრამის შემდეგ

  • საქმიან და პირად ნეთვორქს, რომელიც მომავალში წარმატებული კარიერის ან ბიზნესის ჩამოყალიბებაში დაგეხმარება
  • რეალურ პრაქტიკულ გამოცდილებას გაყიდვებსა და მოლაპარაკებებში
  • FINO-ს გუნდში დარჩენისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას

სწორი და ხარისხიანი ნეთვორქი შენი წარმატების საწინდარია!

რატომ გაყიდვები

გაყიდვები უბრალოდ სამუშაო არ არის. ეს მოლაპარაკებისა და მენეჯმენტის უნარია, რომელიც ნებისმიერ კარიერაში გამოგადგება.

ჩვენთან რეალურ სამუშაო გარემოში გაეცნობი გაყიდვების პროცესს, განივითარებ უნარებს და შეისწავლი მოლაპარაკების მეთოდებს. შეხვდები ბაზარზე წამყვან კომპანიებს, რომლებთანაც FINO-ს 15-წლიანი გამოცდილება აქვს, დაესწრები მოლაპარაკებებს და ისწავლი მათგან, ვინც ამ სფეროს ქმნის.

ვისთვისაა

პროგრამა განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც გაყიდვებში გამოცდილება არ აქვთ და სურთ კარიერა ან საკუთარი ბიზნესი.

თუ არ გინდა იყო დამოკიდებული მოჭრილ ხელფასზე, გირჩევნია თავისუფალი გრაფიკი და შენი შედეგის შესაბამისი შემოსავალი, მაშინ სწორ ადგილას ხარ.

ვეძებთ მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანებს ლიდერული თვისებებით.

რას ისწავლი

  • მოლაპარაკების ხელოვნებამოლაპარაკების წარმართვა კლიენტის წინააღმდეგობისა და ფასზე საუბრის დროს
  • კომუნიკაციაპირველი კონტაქტი, შეხვედრის დაგეგმვა და წარმართვა, კლიენტის საჭიროებების დადგენა
  • გაყიდვების მართვალიდის კვალიფიკაცია, ფაიფლაინის ეტაპები, დროის მართვა
  • შეთავაზება და ფასწარმოქმნაოფერინგი, პირობების შეთანხმება
  • კლიენტთან მუშაობააფსეილი, CRM, გრძელვადიანი ურთიერთობა
  • ნეთვორქისაქმიანი და პირადი ქსელის შექმნა, საკუთარი თავის წარდგენა

8 კვირა, 8 მოდული

სასწავლო გეგმის პარალელურად მიმდინარეობს პრაქტიკა: შეხვედრები ბაზარზე წამყვან კომპანიებთან და დასწრება მოლაპარაკებებზე.

  1. კვირა 1გაყიდვებისა და მოლაპარაკების საფუძვლები, B2B ფინანსურ სექტორში
  2. კვირა 2მარკეტინგიდან გაყიდვამდე: კონტაქტი და ლიდი
  3. კვირა 3ფაიფლაინი და გაყიდვების ეტაპების მართვა
  4. კვირა 4შეხვედრა და მოლაპარაკების ხელოვნება: მომზადება და წარმართვა
  5. კვირა 5მოლაპარაკების ხელოვნება: რთული სიტუაციები და ფასზე საუბარი
  6. კვირა 6ოფერინგი: როგორ შევთავაზოთ
  7. კვირა 7აფსეილი და არსებულ კლიენტებზე გაყიდვა, CRM
  8. კვირა 8ნეთვორქი და დასკვნითი პრაქტიკუმი

ხშირი კითხვები

მჭირდება თუ არა გამოცდილება?

არა. პროგრამა ნულიდან იწყება და დამწყებებისთვისაა განკუთვნილი.

მჭირდება თუ არა CV?

არა. განაცხადისთვის საკმარისია რეგისტრაციის ფორმის შევსება.

რამდენ ხანს გრძელდება პროგრამა?

2 თვე: 8 კვირა და 8 მოდული.

რამდენი ადგილია პროგრამაზე?

ადგილები შეზღუდულია, ამიტომ ნუ დააყოვნებ და შეავსე რეგისტრაციის ფორმა.

შემიძლია თუ არა თანხის გამომუშავება?

დიახ. შენი შედეგის შესაბამისად, თავისუფალ გრაფიკში შეგიძლია გაყიდვების შესაბამისი თანხის გამომუშავება.

უფასოა თუ არა პროგრამა?

დიახ, პროგრამა უფასოა და სრულიად ნულიდან გასწავლის ყველაფერს, რაც გაყიდვების სფეროს ეხება.

ვისთვისაა ეს პროგრამა?

დამწყებებისთვის, ვისაც ესმის, რომ მოლაპარაკების ხელოვნება და საქმიანი ნეთვორქი კარიერაში გადამწყვეტია და სურს თავისუფალი გრაფიკი და შედეგის შესაბამისი შემოსავალი.

ვის შევხვდები პროგრამაზე?

ბაზარზე წამყვან კომპანიებს და მათ წარმომადგენლებს, რომლებთანაც FINO-ს 15-წლიანი გამოცდილება აქვს. მათთან მოლაპარაკებებს FINO-ს გუნდის წევრები წარმართავენ და შენ დაესწრები.

რა უნარებს გამოვიმუშავებ?

პირველ კონტაქტს კლიენტთან, შეხვედრის დაგეგმვასა და წარმართვას, საჭიროებების გარკვევას, მოლაპარაკებას, ფაიფლაინისა და ოფერის მართვას, აფსეილსა და CRM-ში მუშაობას, ასევე არსებულ კლიენტებთან გრძელვადიან ურთიერთობას.

დასრულების შემდეგ რა შესაძლებლობა მექნება?

პროგრამის დასრულების შემდეგ გუნდში დარჩენისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობაც გექნება.

როგორ ჩავერთო?

შეავსე რეგისტრაციის ფორმა და მიიღე შანსი, ჩაერთო პროგრამაში.

ადგილები შეზღუდულია

თუ ფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა შენთვისაა, შეავსე ფორმა.

შეავსე რეგისტრაციის ფორმა